მათ უნდა ვიცნობდეთ: საქართველოს მთავრობა ფოტოებზე

Sputnik

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით

საქართველო - საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა, ყველა გადაწყვეტილებას პრემიერი და მისი მინისტრთა კაბინეტი ღებულობს.

გახარიას მთავრობა ფაქტიურად არ განსხვავდება მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისგან. გახარიას თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ასევე შეიცვლება თავდაცვის მინისტრი. დანარჩენი მინისტრები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან.

1 / 12
ზაფხულის აქციების უარყოფითი გმირი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა
2 / 12
გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოების სათავეში იდგა
3 / 12
ახალი ძველი სახეები მთავრობაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრად ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვვილი დაინიშნა
4 / 12
თეა წულუკიანი 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრია და ახალი მთავრობის შემადგენლობაში მისი პოზიცია უცვლელი რჩება
5 / 12
გამოცდილი დიპლომატი დავით ზალკალიანი , რომელიც წლების განმავლობაში სათავეში ედგა საგარეო საქმეთა უწყებას, დაკავებულ პოზიციაზე დარჩა
6 / 12
კიდევ ერთი ახალი-ძველი სახეა ნათია თურნავა, რომელიც ოთხი თვის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა., თუმცა ის ამავე უწყებას 2000-2005 წლებშიც ხელმძღვანელობდა
7 / 12
ექიმი საჩხერიდან, რომელიც დიდ პოლიტიკაში ახლახანს მოვიდა, კვლავ ჯანდაცვის მინისტრი იქნება
8 / 12
ივანე მაჭავარიანი - საქართველოს მთავრობის შედარებით ახალი წევრი. ის ფინანსთა სამინისტროს სათავეში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაუდგა და მთავრობის ახალ შემადგენლობაში ის დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს
9 / 12
მაია ცქიტიშვილი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების წარმატებულ მინისტრად მიიჩნევა, ის საქმიანობას იგივე პოზიციაზე გაანგრძობს
10 / 12
ლევან დავითაშვილი 2016 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრია, ახალი მთავრობის შემადგენლობაში მას ცვლილება არ შეხებია
11 / 12
განათლება, კულტურა და სპორტი. ამ სფეროში ხელმძღვანელობას მიხეილ ბათიაშვილი განაგრძობს, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაახლოებით წელიწადნახევრისწინ დაინიშნა
12 / 12
ქეთევან ციხელაშვილი - „ქართული ოცნების“ მთავრობის გამოცდილი კადრი. ის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე დარჩა