როგორ დაამტკიცეს ახალი მთავრობა - ფოტო

Sputnik

კვირას, 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ პრემიერისა და მთავრობის მეხუთე ცვლილება გაიამრთა პარლამენტში.

დღეს საქართველოს პარლამეტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მის წინააღმდეგ კი მთელი ზაფხულის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მან ქვეყნისათვის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო.

მინისტრების უმეტესობა პოზიციას ინარჩუნებს, ცვლილება სამ მთავარ მინისტრს შეეხება. გახარიას ადგილს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ედგა აქამდე სათავეში. ხოლო თავდაცვის მინისტრი გახდება ექს-პრემიერი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

1 / 19
საქართველოს პარლამეტმა 8 სექტემბერს დაამტკიცა ახალი მთავრობა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით
2 / 19
„ქართული ოცნების“ მმართველობის ისტორიაში ეს პრემიერ-მინისტრის რიგით მეხუთე ცვლილებაა
3 / 19
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მან ქვეყნისათვის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო
4 / 19
ახალი მთავრობის პროგრამა გიორგი გახარიამ წარმოადგინა
5 / 19
პარალელურად პარლამენტის შესასვლელთან პოლიცია იყო მობილიზებული
6 / 19
ოპოზიცია არ იზიარებს ახალი მთავრობის შეხედულებებს, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ
7 / 19
პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ათობით ადამიანმა მოიყარა თავი პლაკატებით „გახარია, წადი“ და „სირცხვილია“
8 / 19
მომიტინგეები საკუთარ პოზიციას დიდი ხნის განმავლობაში აფიქსირებდნენ
9 / 19
მათ „სირცხვილის კორიდორიც“ მოამზადეს
10 / 19
გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის მოწინააღმდეგეები პარლამენტის ორ მხარეს იდგნენ
11 / 19
ოპოზიციონერმა აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან ცხვრის ფარა მიიყვანეს
12 / 19
დემონსტრანტების ჩანაფიქრის მიხედვით, ცხვრები იმ დეპუტატების სიმბოლო არიან, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს ეთანხმებიან
13 / 19
შენობიდან მოულოდნელად გამოვიდა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ის სტვენით გააცილეს, მან კი უცენზუროდ უპასუხა მომიტინგეებს. პოლიცია დეპუტატისა და აქციის მონაწილეთა გაშველებას
დიდხანს ცდილობდა, საბოლოოდ კვიციანი ავტომობილით წაიყვანეს
14 / 19
საპროტესტო აქციაზე ასევე იყო ზაალ უდუმაშვილი
15 / 19
პარლამენტთან ხალხის რაოდენობა არც ისე დიდი იყო
16 / 19
ხმის მიცემამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა
17 / 19
მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი გახარიას მთავრობას მხარი დაუჭირა 98-მა დეპუტატმა
18 / 19
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა გარეთ კორიდორი მოაწყვეს
19 / 19
პოლიციის წყალობით დეპუტატებმა პარლამენტის დაუბრკოლებლად დატოვება მოახერხეს