რა უპირატესობა აქვთ შოტლანდიელებს ქართველებთან შედარებით: მილტონ ჰეიგის განმარტება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თავისი შეგირდების თამაში შოტლანდიელებთან მატჩში შეაფასა
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ედინბურგში შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის შემდეგ (9:36) განაცხადა, რომ სწორედ ასეთი შეხვედრები სჭირდება ქართველ მორაგბეებს განვითარებისთვის.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში კვლავ დამარცხდა >>

„შოტლანდიასთან ზედიზედ ორი მატჩი ჩავატარეთ - ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს მშვენიერი გამოცდილება იყო. ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება ხშირად შევხვდეთ ასეთი დონის გუნდებს, რათა კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ“, - განაცხადა ჰეიგმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

რა უპირატესობა აქვთ შოტლანდიელებს ქართველებთან შედარებით: მილტონ ჰეიგის განმარტება

ახალზელანდიელმა სპეციალისტმა თამაშიც შეაფასა:

„მატჩის პირველ ნახევარში ძალიან კარგად ვითამაშეთ, რასაც ანგარიშიც მოწმობს. უნდა აღვნიშნო, რომ ვერც ერთ შეხვედრაში შოტლანდიელებმა ფიზიკურად ვერ გვაჯობეს. უბრალოდ ისინი თამაშის გეგმას უკეთ ასრულებენ. შოტლანდიელების შეტევა ჩვენზე გაცილებით უკეთესი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება ტესტ-მატჩებში მსოფლიო ჩემპიონატის წინ“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

რა უპირატესობა აქვთ შოტლანდიელებს ქართველებთან შედარებით: მილტონ ჰეიგის განმარტება

მსოფლიო პირველობისთვის მზადების პროცესში, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გასტანს, საქართველოს ნაკრებმა სამი ტესტ-მატჩი გამართა. პირველი ორი თამაში თბილისში შედგა. თავიდან „ჯვაროსნემბა“ სამხრეთაფრიკულ გუნდს „საუთერნ კინგზს“ 24:20 მოუგეს, ხოლო შემდეგ შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდნენ.

ედინბურგიდან საქართველოს ნაკრები პირდაპირ გაემგზავრება იაპონიაში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გააგრძელებს. D ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები გახდებიან ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და ურუგვაის ნაკრებები.