ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან არის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თვლის, რომ მამას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გოგონას მეორე ნახევარი მამის მოძებნასა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.
„ტვ იმედზე“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების ამინდის პროგნოზის წამყვანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ჰყავს რამდენიმე თვის ვაჟი – ზუკა. მისი რჩეული კი ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც მანამდე 3 წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები შავგრემან ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.
მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი მამის გარეშე იზრდებოდა, მის მიმართ მთელი სანათესაო და სამეგობრო წრე დიდ მზრუნველობას იჩენდა. შესაბამისად,მარიამი განსაკუთრებული კომუნიკაბელურობით, თბილი დამოკიდებულების გამოირჩევა. მოდელობის პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე მუსიკითა და ფრანგული ენით არის დაინტერესებული.
მარიამის ბავშვობიდან გამომდინარე, მზრუნველი დედა აღმოჩნდა. პატარა ზუკას დედმამა ანებივრებს. როგორც ჩანს, წყვილს ბიჭუნა ყველგან თან დაჰყავს. მარიამის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით, მეგობრებთან გართობას ბავშვის აღზდის პარალელურად ახერხბენ და ეს მათ დისკომფორტს არ უქმნის.