თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ზემო ფონიჭალაში Nissan-ის მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
ოთხივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.