„მკვლელი მშენებლობები": ქობულეთში მუშა დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
Sputnik

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, იუწყება ტელეარხი TV 25.

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.