ყვითელი ამბები

ლელა წურწუმიას ტატუმ საზოგადოების ყურადღება მიიქცია – ნახეთ რა დაიხატა პოპ-დივამ

ლელა წურწუმიას რამდენიმე ტატუ აქვს. ნახეთ, ამჯერად ტანის რომელი ნაწილი მოიხატა შეუდარებელმა ვარსკვლავმა.
Sputnik

ლელა წურწუმია საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია. მისი სიმღერები, ისევე, როგორც თავად პოპ-დივა, აქტუალობას არ კარგავს. ლელას გარეგნობას და მის ჰიტებს დრო ვერაფერს აკლებს – ეს ფაქტია.

მიმზიდველი, ეშხიანი, სექსუალური მომღერალი იუმორის გრძნობით, უშუალობითა და მუდამ პოზიტიური განწყობით ხიბლავს ირგვლივ მყოფთ. მისი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. ლელას ერთი ქალიშვილი მარიკო ჰყავს. გოგონა 17 წლის არის.

განუმეორებელი არტისტის ცხოვრება სკანდალებით არ არის მოცული, მაგრამ საზოგადოების განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. რამდენიმე წლის წინ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი მეუღლის მამულიჩას დაკავების შესახებ. მიუხედავად გახმაურებული საქმისა, მათი ოჯახის მიმართ საზოგადოება პოზიტიურადაა განწყობილი.

გარდა პირადი ცხოვრებისა, ბოლო დროს ლელას ძველმა გატაცებამ – ტატუებმა მიიქცია დიდი ყურადღება. რამდენიმე კონცერტზე ლელას სექსუალური კაბების წყალობით საზოგადოებამ მის ზურგზე ამოსვირინგებული დიდი ტატუ შეამჩნია. მსახიობი ტატუების მნიშვნელობაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ზურგის გარდა არტისტს კიდევ რამდენიმე ადგილას აქვს ნახატები.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ღე­რალ­მა წელ­ზე მზე ამო­ის­ვი­რინ­გა. მა­შინ ქა­ლის მიერ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უჩ­ვე­უ­ლო იყო და ამის გამო ლელა წურ­წუ­მია გან­სჯის სა­გა­ნიც გახ­და. უც­ნო­ბია, მომ­ღე­რალს ახ­ლაც უმ­შვე­ნებს თუ არა წლე­ბის წინ ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი მზე, მაგრამ უახლეს ფოტოებზე მის მაჯას ახალი ტატუ ამშვენებს. ლელამ ახალ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო და ახლა საზოგადოება მის მხარზე მოხატულ ტატუს განიხილავს. გემოვნებიანმა მომღერალმა უცნაური ყვავილი მოიხატა. საინტერესოა, რას უნდა ნიშნავდეს ახალი ტატუ...