ღარიბაშვილი: ამ ქმედებით „გირჩმა“ კანონი თავზე „დაგვახია“...

ექს-პრემიერი, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ შესახებ საუბრობს.
Sputnik

„ბოლო სამი წელი, რაც მოხდა ქვეყანაში, ამ მუშაობაში აბსოლუტურად არ მიმიღია მონაწილეობა. შესაბამისად, მე არაფერზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას. 2016 წელს ჩემთვის, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, შეურაცხმყოფელი იყო, როცა მე ვნახე „გირჩის“, ამ სექტის მიერ მარიხუანის კულტივაციის დემონსტრირება და დარგვა“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის განცხადებთ, ამ ქმედებით „გირჩმა“ სახელმწიფოს კანონი თავზე „დაახია“, თუმცა არ ახსენდება საჯარო გამოსვლები, რომლითაც საზოგადოება ამ ფაქტს გააპროტესტებდა.