ყვითელი ამბები

„ცრემლი წამოუვიდა და სცენაზე ჩამოჯდა...“ – რამ აატირა კონცერტის დროს ანრი ჯოხაძე

რაც ანრი ჯოხაძემ ტელეწამყვანობა დაიწყო, მის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სკანდალური მომღერალი ექსპერიმენტებს არ უშინდება.
Sputnik

ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 38 წლისაა. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარებისა და კომპოზიტორობის გარდა, ანრიმ ტელეწამყვანობაც კარგად შეითავსა.

მომღერალს რამდენიმე დღის წინ სოლო-კონცერტი ჰქონდა ბათუმში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. რამდენიმე დღით ადრე საკუთარი კონცერტის ბილეთებსაც კი ითხოვდა.

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ამ ემოციებს. მადლობა ერთგულებისთვის”, – „ფეისბუქზე“ მეგობრებს მიმართა ანრიმ და კონცერტის ფოტოები გამოაქვეყნა.

მომღერალმა დუეტები შეასრულა და-ძმასთან, ნინი ბადურაშვილთან და გიორგი გილიგაშვილთან. როგორც მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე „ფეისბუქზე“ წერს, ანრიმ ემოციებისგან იტირა კიდეც.