ყვითელი ამბები

„რა გაიკეთე თავზე?!“ – ჩცდ-ს „მაქსიმეს“ ვეღარ იცნობთ – ფოტოები

პოპულარული სერიალის გმირმა საშინელი დაავადების დამარცხების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო.
Sputnik

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა გიორგი მახარაძემ ცოტა ხნის წინ სიმსივნე დაამარცხა და, როგორც ინტერვიუებში ამბობს, ახალი ცხოვრება დაიწყო. როგორც ჩანს, მსახიობს იმიჯის შეცვლა მოუნდა და ამისთვის ვარცხნილობა შეიცვალა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები გიორგის გადაწყვეტილებას უწონებენ. გიორგიმ ახალი ტატუც გაიკეთა, რომელსაც ასევე სოციალურ ქსელში აზიარებს.

 

გიორგი მახარაძე გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მისი გული უკვე დაკავებულია და წლებია მარიამ ნადირაძის შეყვარებულია. ერთი პერიოდი წყვილი დაშორდა, თუმცა „მაქსიმეს“ შემსრულებელმა გიორგი მახარაძემ შეყვარებული დაიბრუნა.

მძიმე წუთებში, როდესაც გიორგის სიმსივნე დაუდგინდა, მარიამი განსაცდელის დროს გვერდიდან არ მოშორებია, ისინი ერთად ცხოვრობენ და დაოჯახებასაც გეგმავენ.

როგორც მარიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საყვარელმა კაცმა მას ხელი უცხოეთში სთხოვა. რაც შეეხება ქორწილს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით წყვილმა არ იცის, თუმცა, სადა წვეულების მოწყობას გეგმავენ.