საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით მილიონი მამაკაცი შეიძლება აქტიური სარეზერვო სამსახურისთვის მოამზადოს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით საქართველოში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცის რეზერვისტად მომზადების შესახებ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადეს, ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ორიდან ერთ-ერთი ახალი წევრი გახდება.

თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახურში მიღება დაიწყო

„საქართველოში 18-დან 50 წლამდე დაახლოებით 785 ათასი მამაკაცია. და თუ ათი წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანებს გადავამზადებთ სწრაფ კურსებზე, ნახევარწლიან ან ცხრათვიანებზე – ვნახოთ, შეიძლება კურსი რამდენიმე წელზე გავთვალოთ, – გარკვეული წლების შემდეგ ჩვენ მივიღებთ დაახლოებით მილიონ გადამზადებულ მამაკაცს. ეს ჩვენი ქვეყნის რესურსია, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონია.

საქართველოში სარეზერვო სამსახური ორი სახისაა – აქტიური და სამობილიზაციო სამსახური. აქტიური რეზერვი ნებაყოფლობითია, მასში სამსახური ხუთ წელს გრძელდება და წელიწადში მხოლოდ 45-დღიან საბრძოლო მომზადებას ითვალისწინებს. ამ პერიოდში რეზერვში ჩარიცხულები იღებენ ხელფასს იმ დღეების გათვალისწინებით, როდესაც ისინი მსახურობდნენ. ხოლო მათ, რომლებიც პასიურ რეზერვში არიან, იწვევენ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში.