ყვითელი ამბები

ნინა წკრიალაშვილი ლიბანელ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა – წყვილის უახლესი ფოტოები

დიდი პაუზისა და სიჩუმის შემდეგ ნინა წკრიალაშვილის ახალმა პარტნიორმა დუმილი დაარღვია და სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. სკანდალური ამბის გამჟღავნების შემდეგ ნინა რამდენიმე თვეა საბერძნეთში პარტნიორთან იმყოფება.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ ნინა წკრიალაშვილი თავს საუკეთესო მომღერლად არ მიიჩნევს, მის გარშემო ჭორების გავრცელება არ წყდება. აქტიურ კარიერას რამდენიმე წელია აღარ ეწევა, მიუხედავად ამისა, ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება და სასურველი სტუმრის სტატუსს არ კარგავს.

ერთ-ერთი ხმაურიანი და საიდუმლოებებით აღსავსე მომღერალი გულწრფელობით გამოირჩება. ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მისმა აღიარებამ მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესი მის გარშემო გააერთიანა. შეგახსენებთ, 20 წლით უფროსმა მამაკაცმა ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნინა წკრიალაშვილს ერთ-ერთ პოპულარულ ეროტიკულ საიტზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გამოუქვეყნა.

ნინა წკრიალაშვილის ცხოვრებაში შოკისმომგვრელი აღიარების შემდეგ ახალი ეტაპი მალე დადგა. წყვილის ურთიერთობის დაწყების, განვითარების და გაცნობის დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ საზოგადოებას მათი ერთად დანახვა ნამდვილად უხარია. აშკარაა, რომ ნინას და ილიასს სიყვარულისგან თვალები უბრწყინავთ.

მომ­ღერ­ლის, სავარაუდოდ, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რია. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამა­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. რო­გორც Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ნინა ისევ საბერძნეთშია, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატარებს. ნინას ცხოვრების ახალმა მეგზურმა, სავარაუდოდ, შვილთან გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა. ნინას და გოგონას შორის აშკარა მსგავსებაა.