ბათუმში საავტორო და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება – ვიდეო

ბათუმში 15 სექტემბრიდან ქართველი და უცხოელი რეჟისორები და კინოკრიტიკოსები მოიყრიან თავს
Sputnik

ბათუმში 15 სექტემბრიდან ქართველი და უცხოელი რეჟისორები და კინოკრიტიკოსები მოიყრიან თავს.

აჭარის დედაქალაქში საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან. პროგრამაშია სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების, ასევე დოკუმენტური ნამუშევრების ჩვენება. ფესტივალზე ასევე იგეგმება რამდენიმე ახალი ქართული ფილმის პრემიერაც.