ნონა ხიდეშელი: ჩემთვის დიდი მარაზმია ქართული სუფრა

ფსიქოლოგი, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ნონა ხიდეშელი ქართული სუფრის ტრადიციაზე საუბრობს.
Sputnik

„დიდი მარაზმია ჩემთვის ქართული სუფრა. არც ჯდომა და არც მოსმენა არ შემიძლია. ჩემი დაკვირვებით, აზროვნებისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები სუფრაზე ვერ ჩერდებიან. ის, ვისაც კვლავ ეზარება აზროვნება და უნდა ისევ იმ ჭაობში გააგრძელოს ცხოვრება, მათთვის ეს არის „აკადემია“. თითქოს მანდ რეალიზდებიან, საკუთარ მამაკაცურობას წარმოაჩენენ და მჭერმეტყველებას, რომელიც ხშირად ბოდვას ჰგავს“, – ამბობს ნონა ხიდეშელი.

ფსიქოლოგის განმარტებით, ფსევდოპატრიოტიზმი, შესაძლოა, ქართულ სუფრასთან იბადებოდეს.