ჩაჩუა: ემოციების შეკავება მრავალი დაავადების საწინდარი შეიძლება გახდეს

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს იმაზე, უნდა გამოვხატოთ თუ არა ემოცია.
Sputnik

„მე ემოცია აუცილებლად უნდა გამოვხატო, არ შეიძლება რომ მე ის გავაჩერო, რადგან აისახება ფსიქიკურზე და სომატურზე და სადღაც აუცილებლად იფეთქებს. იწვევს სხვადასხვა ტიპის აშლილობას. სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას, მაგრამ გააჩნია ფორმას. შენ თუ მე მაწყენინე, მე უნდა ამოვიცნო შენი გრძნობა“, – აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.

ფსიქოლოგის განმარტებით, ემოციების შეკავება მრავალი დაავადების საწინდარი შეიძლება გახდეს.