ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალმა „დორიანმა“ გადაუარა – სტიქიის შედეგების ფოტოები

Sputnik

უმაღლესი კატეგორიის ქარიშხალმა ბაჰამის კუნძულებზე ნგრევა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში „დორიანის“ შედეგები.

გასულ კვირას ქარიშხალმა „დორიანმა“ საფრთხის მეხუთე კატეგორიას მიაღწია. ბაჰამის კუნძულებზე გადავლისას ქარიშხლის სიჩქარე 295 კმ/სთ იყო, ზოგჯერ კი 360 კმ/სთ-საც აღწევდა. სტიქიამ 13 ათასზე მეტი სახლი დააზიანა ბაჰამის კუნძულებზე.

აშშ-ის ქარიშხლების კვლევის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომ „დორიანი“ ჩრდილოეთიდან წავიდა და შესაძლოა ფლორიდას, ჯორჯიას და სამხრეთ კაროლინას დაატყდეს თავს კვირის განმავლობაში. ჩამოთვლილ შტატებში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა.

1 / 10
ქარიშხალმა დორიანმა ნგრევა გამოიწვია კუნძულ აბაკოზე, რომელიც ბაჯამის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს
2 / 10
ბაჰამის კუნძულებზე გადავლისას ქარიშხლის სიჩქარე 295 კმ/სთ იყო, თუმცა ხანდახან 360 კმ/სთ-მდე იზრდებოდა
3 / 10
დაახლოებით 13 ათასი სახლი დაზიანდა ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შედეგად
4 / 10
გარდა ამისა, წყალდიდობამ ჭები ზღვის წყლით აავსო
5 / 10
ხედი ზემოდან კუნძულ აბაკოზე
6 / 10
ბაჰამის კუნძულების ტურისზმის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
7 / 10
წითელი ჯვრის ასობით მოხალისე ხალხს ეხმარებოდა
8 / 10
დაკვირვების ისტორიის განმავლობაში, 1851 წლიდან ბაჰამის კუნძულებს სამივე ყველაზე ინტენსიურმა ქარიშხალმა გადაუარა
9 / 10
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ბოლოს 1992 წელს დაფიქსირდა. ეს გამანადგურებელი „ენდრიუ“ იყო
10 / 10
აშშ-ის ქარიშხლების კვლევის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომ „დორიანი“ ჩრდილოეთიდან წავიდა და შესაძლოა ფლორიდას, ჯორჯიას და სამხრეთ კაროლინას დაატყდეს თავს კვირის განმავლობაში. ჩამოთვლილ შტატებში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა