ყვითელი ამბები

„ნეტა მაგ თიკნის მაგივრად ვიყო“ – თამო ვაშალომიძის მორიგი შიშველი ფოტოსესია

თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში აქტუალობას ცოტა ხნითაც კი არ კარგავს. მის Instagram-ზე მორიგი სკანდალური ფოტოსესია გამოჩნდა. ხინკლიანი საცურაო კოსტიუმი შიშველმა ტანმა და ცხოველებთან გადაღებულმა სურათებმა ჩაანაცვლა.
Sputnik

რა უნდა გააკეთოს თამო ვაშალომიძემ, რომ სახოგადოება არ გააკვირვოს?! ფოტომოდელი თაყვანისმცემლების გაოცებას მუდმივად ახერხებს. ამჯერად თამო ფერმას ეწვია. მხიარული და ამავდროულად ვულგარული ფოტოსესიის რამდენიმე ფოტო-ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ბიუსჰალტერის გარეშე თამო ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, მაგრამ თაყვანისმცემლების ყურადღება ამჯერად სხვა გარემოებამ მიიქცია. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა, ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ თიკანმა მიიქცია. თამო ცხოველებთან „არც ისე“ მეგობრობს და მისმა ფერმაში გამოჩენამ საზოგადოება გააკვირვა.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელი ყველაფერს საჯაროდ განიხილავს.

რამდენიმე დღეა თამოს ფოტოსესიამ ადამიანები გაამხიარულა. სოციალურ ქსელში სასაცილო მემების რაოდენობა იმატებს. ფერმაში დაწყებული გადაღება წარუმატებელი აღმოჩნდა. თამო თივიდან გადმოვარდა. ფოტოსესიის ვიდეო სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა.