საზამთრო და მწვანილი: რა გაიაფდა და რა გაძვირდა წინა წლის აგვისტოსთან შედარებით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან გამომდინარე ცნობილი გახდა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ფასებიც გაიზარდა და შემცირდა აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
Sputnik

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის ანალიზის შესაბამისად გამოვლინდა 10 პროდუქტი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროდუქტების ტოპ-ათეული, რომელიც 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით გაძვირდა, ასე გამოიყურება:

1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახადი 68.3%-ით;

2. საზამთრო - 61.4%-ით;

3. ნიორი - 54.9%-ით;

4. ხახვი - 44.3%-ით;

5. ფორთოხალი - 41.9%-ით;

6. მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით;

7. მსხალი - 32.1%-ით;

8. შაქარი - 31.5%-ით;

9. ბადრიჯანი - 31.4%-ით;

10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.3%-ით.

პროდუქტების ტოპ-ათეული, რომელიც 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით გაიაფდა: 

1. მწვანილი - 50,76%-ით;

2. კიტრი - 44,05%-ით; 

3. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - 21,65%-ით;

4. USB ფლეშბარათი - 21,36%-ით, 

5. კაცის სვიტრი - 19,39%-ით; 

6. კაცის დათბუნებული ქურთუკი - 15,13%-ით;

7. ქალის ქვედაკაბა - 15, 08%-ით; 

8. კივი - 14,72%-ით; 

9. კაცის შარვალი - 13,83%-ით; 

10. ქალის დემისეზონური ქურთუკი - 13,06%-ით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ (ფასების ზრდამ) 4,9% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1,6-ჯერ აჭარბებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყება აქვე აღნიშნავს, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2,4%-ს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,02%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4,6% შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა1 წინა თვესთან შედარებით 0,4% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3,9%-იანი ზრდა.