ყვითელი ამბები

„ნამდვილი სიყვარული...“ – ნატალია ყიფშიძემ შეყვარებულთან გადაღებული სექსუალური ფოტო გამოაქვეყნა

ყველასათვის ცნობილი გიორგი და კრისტი ყიფშიძეების ქალიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან განიხილავს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. სიმპათიურმა ბიჭმა ნატალიას მეგობრების ყურადღება მიიქცია.
Sputnik

მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ.

ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ. გიორგი კი სკანდალებითა და ქარიზმატულობით აღსავსეა და ნატალიაც მამას დაემსგავსა. გოგონამ სკოლა დაამთავრა და სტუდენტობის გემოს მალე შეიგრძნობს.

ნატალიას ბავშვობიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ აბიტურიენტობისას გადაწყვეტილება შეიცვალა. ყიფშიძეების ქალიშვილმა მომავალი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს დაუკავშირა.

გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. მისი რჩეული გიორგი მდივანია. წყვილი ერთმანეთს დიდ დროს უთმობს და სოციალური ქსელიც მათი ფოტოებით აჭრელებულია. ნატალიამ ჩანჩქერზე გადაღებული რომანტიკული სურათი გამოაქვეყნა. საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი წყვილი ერთმანეთს ეხუტება. ნატალიამ მათ თბილ ფოტოს „ნამდვილი სიყვარული“ დააწერა.