წულუკიანი: მამუკა ბახტაძემ იცოდა მოსმენა და კითხვაზე სწორი პასუხი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრობს.
Sputnik

„მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მასთან მუშაობა ერთი რიგითი მინისტრისთვის იყო ყოველთვის კომფორტული. მან იცოდა მოსმენა და მან იცოდა კითხვაზე სწორი პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა გამონახოს დრო, მოუსმინოს მინისტრს და დაეხმაროს მას მართვაში. ასეთი პრემიერი იყო ბახტაძე და მე მას საჯაროდ მინდა ვუთხრა მადლობა ასეთი მუშაობის ხარისხისათვის“, – ამბობს თეა წულუკიანი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა. მან პოსტიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.