შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მალე დედის პოპულარობას დაჩრდილავს. ცნობილი მსახიობის შვილი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მისი თანატოლი ბიჭები ფოტოს კომენტარებში თინეიჯერს გამოხმაურებას, ხოლო შორენას ევას Instagram-ისა ან Facebook-ის გასაჯაროებას სთხოვენ. ევას ფოტოებს 12 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
სექსუალური მსახიობის ქალიშვილმა სკოლა წელს დაამთავრა. ევამ მომავალი პროფესია ადამიანების სულიერ სამყაროს დაუკავშირა. გოგონა მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი გახდება. შორენამ შვილის მიერ არჩეული უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა და სოციალურ ქსელს შთაბეჭდილებები გაუზიარა.
მოდელი წერს, რომ უნივერსიტეტით აღფრთოვანებულია და მისი შვილის თაობას ძალიან გაუმართლა.
შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. მთელი საქართველო შეძრა ევას ტრაგიკულმა ისტორიამ, რომლის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გაიკეთა. მის შემთხვევას თურქმა ექიმებმა სასწაული უწოდეს და ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.