პროტესტი აფრიკულად: არეულობები იოჰანესბურგში – ფოტო

Sputnik

სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში არეულობები გრძელდება. პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების 70-ზე მეტი მონაწილე დააკავა. იხილეთ ფოტოები მოვლენათა ადგილიდან.

არეულობები კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქის ერთ-ერთი შენობა დაიწვა და დაინგრა. დაიღუპა სამი ადამიანი. ამის შემდეგ ასობით ადამიანმა ქალაქის უდიდესი ბიზნეს-ცენტრი დაარბია, გაქურდეს მაღაზიები და დაწვეს ავტომობილები. არეულობები დაიწყო პრეტორიაშიც.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამხრეთ აფრიკაში ლესოტოდან, მოზამბიკიდან და ზიმბაბვედან მიგრანტების ჩასვლა გახდა. უცხოელების ტალღამ ადგილობრივებს სამსახური დააკარგვინა.

კვირას იოჰანესბურგში ასევე გაიმართა სატვირთო ავტომობილების მძღოლების საპროტესტო აქცია, რომლებიც უცხოელი მძღოლების დაქირავებით იყვნენ უკმაყოფილო.

1 / 14
იოჰანესბურგში პროტესტის დიდმა ტალღამ იფეთქა მეზობელი ქვეყნებიდან მიგრანტების ჩაყვანის გამო
2 / 14
კვირას იოჰანესბურგში შენობა დაიწვა და დაინგრა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო
3 / 14
ასობით ადამიანმა ქალაქის მთავარი ბიზნეს-ცენტრი დაარბია, გაქურდეს მაღაზიები და დაწვეს ავტომობილები. არეულობა პრეტორიაშიც დაიწყო
4 / 14
პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა
5 / 14
იოჰანესბურგის ქუჩებში პოლიციის ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა
6 / 14
პოლიციელები არეულობის მონაწილეებს მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს ესროდნენ
7 / 14
ბოლო დღეების განმავლობაში იოჰანესბურგში არეულობის 70-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
8 / 14
ამ დროისათვის პოლიცია იარაღით განაგრძობს ქალაქის ქუჩებში პატრულირებას
9 / 14
უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამხრეთ აფრიკაში ლესოტოდან, მოზამბიკიდან და ზიმბაბვედან მიგრანტების ჩასვლა გახდა. უცხოელების ტალღამ ადგილობრივებს სამსახური დააკარგვინა
10 / 14
პროტესტი გრძელდება, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ამოცანა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაა
11 / 14
აფრიკის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება, სიღარიბისა და უთანასწორობის დონე ამ რეგიონში კვლავაც უკიდურესია
12 / 14
იმ დროს, როდესაც აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ხარჯზე საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობენ, აფრიკის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეწევა ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში
13 / 14
აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემატურია წყალი, ნიადაგის ნოყიერება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს ხსნის იმასაც, თუ რამდენად მწვავეა მიგრანტების პრობლემა, რომლებიც არსებობისათვის უკეთეს პირობებს ეძებენ
14 / 14
ჯამში აფრიკის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ გადაულახავთ კოლონიური მმართველობის გადმონაშთები, იქ ნაკლებადაა განვითარებული გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. ქვეყნების ნაწილი ასევე „არაბულმა გაზაფხულმა“ და უცხოურმა ინტერვენციებმა დააზარალა, ხოლო ზოგიერთს დასავლური კორპორაციები საშიში ნარჩენების დასაგროვებლად იყენებენ