ყვითელი ამბები

„უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა“ – ვალერი მელაძე თბილისს სიყვარულში გამოუტყდა

პოპულარული მუსიკოსი საქართველოს დედაქალაქს სტუმრობს.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე თბილისს სტუმრობს. მუსიკოსმა გამოაქვეყნა ფოტო რესტორან „ფუნიკულიორის“ ფონზე, საიდანაც თბილისის შესანიშნავი ხედი იშლება.

ვერა ბრეჟნევამ Instagram-იდან მეუღლის ფოტოები წაშალა - წყვილი დაშორდა? >>

 „მყუდრო და სტუმართმოყვარე“, – წერს ვალერი მელაძე.

მომღერალმა ფოტოს წააწერა სიტყვები ცნობილი ქართული სიმღერიდან „თბილისო“, რომელიც ქალაქის ერთგვარი ჰიმნია. მელაძე საქართველოს დედაქალაქს სიყვარულში უტყდება სიტყვებით – „უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა“.

ვალერი მელაძე წარმოშობით ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდანაა. 1995 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი „სერა“, რომელმაც მაშინვე დაიპყრო მსმენელთა გულები და შემსრულებელს დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი სიმღერების ტექსტების, მუსიკისა და არანჟირების ავტორი მისი ძმა კონსტანტინე მელაძეა.