სტრომბოლიმ გაიღვიძა: ვულკანის ამოფრქვევა იტალიაში – ფოტოქრონიკა

Sputnik

იტალიაში, სიცილიის მახლობლად მდებარე კუნძულ სტრომბოლიზე ვულკანი ამოიფრქვა. ადგილობრივების თქმით, ჯერ მძლავრი აფეთქების ხმა შემოესმათ, შემდეგ კი კრატერიდან ფერფლი და წიდა ამოიტყორცნა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოქრონიკა გაღვიძებული ვულკანიდან.

პირველი ამოფრქვევის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით, კიდევ ორი ნაკლებად ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც კვლავ მოჰყვა ვულკანური მასის ამოფრქვევა და ლავის გადმოღვრა. 

ვულკანი სტრომბოლი ოთხშაბათს გააქტიურდა, რა დროსაც იტალიის გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა და ვულკანოლოგებმა „მაღალი ინტენსივობის აფეთქებები“ დააფიქსირეს.

 

1 / 10
ვულკანი სტრომბოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ გააქტიურდა, იგივე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს ტირენიის ზღვაში, სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან
2 / 10
გასულ კვირაში სეისმოლოგებმა ვულკანზე მაღალი ინტენსივობის აფეთქება დააფიქსირეს
3 / 10
მძლავრი აფეთქების შემდეგ, სტრომბოლის თავზე ფერფლისა და წიდის სვეტი ამოიტყორცნა
4 / 10
პირველ აფეთქებას, დაახლოებით ოც წუთიანი ინტერვალებით, ორი შედარებით მცირე ძალის აფეთქება მოჰყვა
5 / 10
კუნძულზე მყოფი ტურისტები მოვლენამ შეაშინა და დიდმა ნაწილმა დატოვა კიდეც იქაურობა
6 / 10
ვულკანიდან ლავის გადმოღვრას ძლიერი ხანძრები მოჰყვა, რომელთა ჩასაქრობად ავიაცია გამოიყვანეს
7 / 10
კუნძულის მოსახლეობის თქმით, ციდან ქვები და ფერფლი ცვიოდა
8 / 10
თუმცა ისინი ამ მოვლენას შედარებით მშვიდად შეხვდნენ, ვინაიდან მიჩვეულები არიან სტრომბოლის აქტიურობას
9 / 10
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტრომბოლის ამოფრქვევას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია
10 / 10
მანამდე სულ ბოლოს სტრომბოლი მიმდინარე წლის 3 ივლისს ამოიფრქვა. მაშინ უშუალოდ ვულკანის სიახლოვეს მყოფი ერთი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა