პარლამენტის საშემოდგომო სესია ხმაურით გაიხსნა – ოპოზიცია პარლამენტის მუშაობას ხელს უშლის

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სასტვენიც კი მიიტანა.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პირდაპირ სხდომათა დარბაზში ხმაურიანი აქციით დაიწყო – ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის წამოყენებას აპროტესტებს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განცხადებით, ზომები იქნება მიღებული.

პროტესტის მონაწილეები სხდომათა დარბაზში უსტვენენ. დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სასტვენიც კი მიიტანა.

ამავე დროს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის შესასვლელთან.