მსოფლიო დღეს

გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა: ყველაზე ძლიერი დაცემა ბოლო სამ წელიწადში

ეს ბრიტანული ვალუტის ყველაზე ძლიერი დაცემაა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გირვანქა სტერლინგის კურსმა 1,22 დოლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის გირვანქა სტერლინგის კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა – ამ დროისათვის ერთი გირვანქა 1,1968 აშშ დოლარის ტოლია. 

ლარის კურსი 3 სექტემბერს

ექსპერტების თქმით, ეს ბრიტანული ვალუტის ყველაზე ძლიერი დაცემაა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გირვანქა სტერლინგის კურსმა 1,22 დოლარი შეადგინა.

ფინანსისტების თქმით, კურსის ამგვარი ცვლილება Brexit-ის გამო ინვესტორთა მზარდმა შეშფოთებამ გამოიწვია. 

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ქვეყნის პარლამენტმა რამდენჯერმე გადადო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ეს წინადადება ბრიუსელთან შეთანხმებით. ლონდონს ჯერ 12 აპრილამდე გაუხანგრძლივეს „ბრექსითის“ ვადა, შემდეგ კი 31 ოქტომბრამდე.

მხარეებმა სწორედ ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ შეთანხმება, რომელიც ლონდონსაც დააკმაყოფილებს და ბრიუსელსაც.