თბილისის სამ ბაღში აღსაზრდელები 16 სექტემბერს ვერ მივლენ

დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის სამი ბაღი ბავშვებს მხოლოდ ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაგვიანებით განახლდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის 126-ე, მე-12 და 144-ე ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მინდინარეობს, რის გამოც იქ სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის დასაწყისში განახლდება.

126-ე ბაღი აღსაზრდელების მიღებას 8 ოქტომბრიდან გეგმავს.

დედაქალაქის დანარჩენი ბაღები კი აღსაზრდელებს 16 სექტემბერს მიიღებენ.