ყვითელი ამბები

„მინდა დაგხვდე და „ბრიტვით“ დაგსერო...“ – თამო ვაშალომიძეს ემუქრებიან

ცნობილი ქართველი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე პოპულარობისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.
Sputnik

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია.

საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და ამიტომ სასურველი სტუმარია. რამდენიმე თვის წინ მან ორი ხმაურიანი ფოტოსესია წამოიწყო. პირველი – ცნობილი ხინკლებიანი ფოტოგადაღება, ხოლო მეორე „რობერტო მავანთან“ სტუმრობა აღმოჩნდა. თამო ვაშალომიძე ფოტოშოპის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

„რობერტო მავანის“ გადაცემაში სტუმრობის პერიოდში თამომ შიშველი ფოტოსესია თოვლიან მთაში გადაწყვიტა. მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსა და გადაცემის ვიდეოზე თამოს უკანალი რადიკალურად განსხვავდებოდა.

ცოტა ხნის წინ ფოტომოდელმა Instagram-ის „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას ემუქრებიან. უცნობია, მიმართა თუ არა ვაშალომიძემ სამართალდამცველ ორგანოებს.