მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კალიფორნიის ნაპირებთან გემი იწვის, დაღუპულია 34 ადამიანი

მაშველები კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. კალიფორნიის ნაპირებთან გემზე მომხდარი ხანძრის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, იუწყება ამერიკული ტელეარხი KTLA ადგილობრივი სახანძრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინციდენტი სანტა-კრუზის რაიონში, ვენტურას ოლქის მახლობლად მოხდა.

ლოს-ანჯელესის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ეკიპაჟის რამდენიმე წევრის გადარჩენა მოხერხდა.

ამ დროისთვის ხომალდიდან გრძელდება ადამიანების ევაკუაცია.