გარდაიცვალა ნუგზარ ჯუღელი

ნუგზარ ჯუღელი პირველ არხზე სპორტულ კომენტატორად 50 წელზე მეტხანს მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მსახიობი და სპორტული კომენტატორი, ტელედიქტორი ნუგზარ ჯუღელი, იუწყება პირველი არხი ოჯახის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ნუგზარ ჯუღელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სპორტულ კომენტატორად 50 წელზე მეტხანს მუშაობდა. ის 82 წლისა იყო.