ერევანი–მოსკოვის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა

თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება ელექტროსისტემის გაუმართაობის გამო განახორციელა.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. ავიაკომპანია Armenia-ს თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომელიც ასრულებდა რეისს ერევანი–მოსკოვი, კვირა საღამოს ელექტროსისტემის გაუმართაობის გამო იძულებით დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

ბორტზე 118 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.

როგორც თბილისის აეროპორტში განაცხადეს, მგზავრები ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავით „ბოინგ 735“ მოსკოვში გადაიყვანეს. თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან 23:27 საათზე გაფრინდა.