ყვითელი ამბები

„დაიხოცებიან, გადაუვლის...“ – ეკო ფანგანი ბათუმში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

Sputnik

„ტვ იმედის“ ჟურნალისტი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს. 2019 წლის ზაფხული ეკომ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობით განაგრძო.

ტელეწამყვანის ბათუმში სტუმრობას, თურმე, ხიფათის გარეშე არ ჩაუვლია. ტელეწამყვანი Instagram-ის „სთორიში“ აქამდე უცნობ შემთხვევას იხსენებს, როცა ბათუმის პორტში სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მისი თქმით, რომ არა კატარღის მძღოლის სიმარჯვე, რომელმაც საჭე სწრაფად დაიმორჩილა, კატარღა გადაუვლიდათ.