ყვითელი ამბები

„საყურე არ გიხდება“- რატი დურგლიშვილი ახალი სტილის გამო გააკრიტიკეს

Sputnik

ცოტა ხნის წინ ენრიკე იგლესიას მიამსგავსეს, გააღმერთეს და კომპლიმენტებით აავსეს. ახლა კი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. ბოლო დროის მანძილზე, რატიმ, მკვეთრი ცვლილებებით თაყვანისმცემლები გააოცა. მის მიმართ ქართველი მსმენელი განსაკუთრებული  სიმპათიითაა განწყობილი.

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეზეს წყვილად აღიქვამდნენ, მანამ სანამ დუეტ „ჯორჯიასა“ და საზოგადოების ილუზიების დაშლა არ მოჰყვა. რატი დურგლიშვილი დღემდე მარტოა. წლების წინ, სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, მაგრამ დილა და ღამე მარტო უთენდება და უღამდება.

საზოგადოება რატის მიმართ პოზიტივითაა განწყობილი, მიუხედავად ამისა, რატი ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რატიმ ყური გაიხვრიტა და ახლა საყურეს ატარებს. მიუხედავად განსჯისა, კომენტარებში კომპლიმენტებიც ბევრია. „ჩემი გული ხარ!“; „ძალიან მომწონხარ“; „მუდამ სუპერ!“- წერენ გულშემატკივრები.