თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისში მამაკაცი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ ღამე აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი კერძო სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.