ყვითელი ამბები

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ესპანეთში შესანიშნავ დროს ატარებენ- წყვილი რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს

ოთოს და ჯულიანას საცეკვაო წყვილი ლათინო-ამერიკული ცეკვის პატარა ქართულ სამყაროში დიდი აქტუალობით სარგებლობს. მათ საერთაშორისო კონკურსებზე უამრავი გულშემატკივარი ჰყავს
Sputnik

საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღება ოთარ ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სავარაუდო სასიყვარულო ისტორიის გარშემო გაერთიანდა. ცეკვაში ნაკლებად გარკვეული ადამიანები მათ სიყარულს გულშემატკივრობენ. ახალი წყვილის ერთად ნახვა სულ უფრო და უფრო ხშირად სცენის მიღმა სურთ.

ცეცხლოვანი ცეკვების გამორჩეული მოცეკვავეები ზაფხულს ერთად ატარებენ. აღსანიშნავია, რომ  ახალ წელს ისინი ერთად ეგვიპრეში შეხვდნენ. საზოგადოების ყურადღება ერთმანეთისადმი თბილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. ეს ურთიერთობა კოლეგიალურობას სცდება, ამიტომ მათი თაყვანისმცემლები გაერთიანდნენ. Facebook- ზე არაერთი საერთო გვერდი შეუქმნეს.

რამდენიმე თვეა, რაც საცეკვაო წყვილს ფანები ეჭვით უყურებენ. ყველას იმის გარკვევა სურს, სიმპათიური ოთო და მიმზიდველი ჯულიანა ერთად არიან თუ არა. ოთო, თავის მხრივ, ახალი ფოტოების გაზიარებას არ წყვეტს და ჯიუტად არ პასუხობს მედიის კითხვებს.

ამჯერად, მშვენიერმა წყვილმა დაუვიწყარი არდადეგები ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოიწყო. წყვილი ბარსელონას გარშემო მოგზაურობს. მათ ერთად ქალაქის ცენტრი, ტრიუმფალური თაღი და საგრადა-ფამილია მოინახულეს. ოთოს და ჯულიანას ფანები გაურკვევლობას სოციალურ ქსელში არკვევენ და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ: „უბრალოდ ისვენებთ თუ რამე საინტერესო ხდება?“; „ძალიან უხდებით ერთმანეთს...“; „ერთად ხართ?“