„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა - ვიდეო

ამჟამად სავაჭრო ცენტრი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

როგორც სააგენტოს სავაჭრო ცენტრის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე „კარფურის“ ჰიპერმარკეტში ტექნიკური ხარვეზი მოხდა, რის გამოც სიგნალიზაცია ჩაირთო და ევაკუაცია ავტომატურად გამოცხადდა. ამჟამად ხარვეზი აღმოიფხვრა და სავაჭრო ცენტრი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

„ტექნიკური ხარვეზის გამო წარმოიქმნა კვამლი, რის გამოც ჩაირთო სახანძრო განგაში. სახიფათო არაფერია, მაგრამ უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდა ევაკუაცია“, - განაცხადეს სავაჭრო ცენტრში.