თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. გორში, იერუშალაიმის ქუჩაზე 5 წლის ბავშვი დაიკარგა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შსს-ზე დაყრდნობით.
დაკარგული ბავშვი მათე ელიაურია. ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, შემდეგ მოულოდბელად მაღაზიიდან გავიდა და დაუდგენელი მარკის შავი ფერის ავტომობილში ჩაჯდა.
ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია, დაწყებულია წინასწარი მოკვლევა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.