გორში დაკარგული ბავშვი იპოვეს - ვინ წაიყვანა მცირეწლოვანი

გავრცელებული ინფორმაციით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ხუთი წლის ბავშვი, რომელსაც გორში ეძებდნენ, იპოვეს, იუწყება საინფორმაციო პორტალი kvira.ge.

გორში პოლიცია ხუთი წლის ბავშვს ეძებს

ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, შემდეგ მოულოდბელად მაღაზიიდან გავიდა და დაუდგენელი მარკის შავი ფერის ავტომობილში ჩაჯდა. ბავშვის ძებნაში პოლიცია ჩაერთო.

ბავშვი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ. მათი თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშსწორების მიზნით წაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანის მამა, მიშა ჭოროღიშვილი ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფება.