ბათუმში ტრაილერი მოპედს შეეჯახა, რომელსაც 14 წლის ბიჭი მართავდა

შემთხვევა გუშინ ღამე, ბავშვთა საავადმყოფოსთან მოხდა
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik ბათუმში, ანგისის დასახლებაში ტრაილერი მოპედს შეეჯახა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

„აჩნულსა - გიფს" : ქობულეთში მამაკაცს კონდიციონერი თავზე დაეცა

შემთხვევა გუშინ ღამე, ბავშვთა საავადმყოფოსთან მოხდა.  დაშავებულია მოპედის მძღოლი, 14 წლის ბიჭი. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის  წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.