აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა

კვირას, 1 სექტემბერს ძალაში შევიდა სამთავრობო გადაწყვეტილება თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანის სტუმრობა 30 დღემდე ვადით სურთ
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. დღეიდან უქმდება სავიზო რეჟიმი თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანში სტუმრობა სურთ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ტაილანდის ვიზას საზღვარზე აიღებენ

აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აზერბაიჯანის სტუმრობა 30 დღემდე ვადით სურთ, ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. მიმდინარე წლის ივლისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებას გაუგზავნა ნოტა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტზე ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განაცხადა.

თურქეთის მოქალაქეთა ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 30 დღეზე მეტი ვადით აზერბაიჯანის შესაბამისი კანონებით რეგულირდება.

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის 1992 წლის 14 იანვარს დამყარდა. თურქეთი აზერბაიჯანის ერთგული მოკავშირეა მის ძალისხმევაში დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით.