საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

ქართველ მორაგბეებს აქვთ შანსი აიღონ რევანში 6 სექტემბერს, როდესაც მეტოქეები ერთმანეთს ედინბურგში შეხვდებიან
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში ანგარიშით 10:44 წააგო.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველივე წუთებიდან სტუმრები დაეუფლნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას. პირველი ტაიმის შუა პერიოდში გრეგორ ტაუნსენდის შეგირდები ანგარიშით 20:0 იგებდნენ - ორი წარმატებული ლელო ტულისმა და ჰატჩინსონმა დადეს, ხოლო ორი საჯარიმო დარტყმა და ორი გარდასახვა ლეიდლოუს ანგარიშზეა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველომ მატჩში პირველი ქულები მოიპოვა. საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა სოსო მატიაშვილმა. თუმცა ბოლო სიტყვა შოტლანდიელებს დარჩათ. შესვენებაზე გუნდები შოტლანდიის სასარგებლოდ 23:3 ანგარიშით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სტუმრებმა კვლავ დაამიწეს ბურთი მეტოქის ჩათვლის ზონაში. ლელო ჰატჩინსონის ანგარიშზეა, ხოლო გარდასახვა კვლავ ლეიდლოუმ შეასრულა.

ლეგენდარული მამუკა გორგოძე მსოფლიო-2019-ის წინ ნაკრებში ბრუნდება

შოტლანდიელების უპირატესობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა წარმატებული ლელოს ორგანიზება შეძლო. ისი ავტორი კარლენ ასიაშვილი გახდა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ შეასრულა.

მაგრამ შეხვედრის დასასრული შოტლანდიას ეკუთვნოდა. სტუმრებმა კიდევ ორი ლელო დაამიწეს და ორი გარდასახვა შეასრულეს. საბოლოო ანგარიში - 10:44.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირების ისტორიაში რიგით მესამე გახდა. ამ მომენტისთვის ქართველმა მორაგბეებმა სამივე მატჩი წააგეს - 2011 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 6:15, სამი წლის წინ ტესტ-მატჩში კილმარნოკში (შოტლანდია) – 16:43.

მომდევნო პარასკევს, 6 სექტემბერს გუნდები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს - ამჯერად შოტლანდიაში. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტესტ-მატჩი გახდება დასკვნითი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების ფარგლებში, რომელიც იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე ჩატარდება.