საპროტესტო აქცია სენაკში: მოსახლეობა მძიმეწონიანი ავტომობილების წინააღმდეგია

სენაკში. მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.
Sputnik

სენაკში. მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა.

აქციის მონაწილეების თქმით, მაგისტრალზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. ამასთან, მოსახლეობა ჩივის, რომ გზაზე არც ტროტუარებია მოწყობილი და გასაწმენდია სანიაღვრე არხებიც.

მოსახლეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. მისი თქმით, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია მანამ, სანამ ალტერნატიული ავტობანი არ აშენდება.