რუსთავში ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

ბრალდებულმა რუსთავში მსუბუქი ავტომობილი მოიპარა, ასევე გაქურდა მაღაზია, საწარმოები და ავტომობილები
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ჩადენილ ქურდობის ექვს ფაქტზე არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა.  დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი ქურდობის ოთხ ფაქტზე

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ ხუთი ფაქტი ჩაიდინა.

არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.