ქობულეთში მაშველებმა მამაკაცი აკრძალული ზონიდან გამოიყვანეს

მაშველებს პლაჟზე მყოფმა მოქალაქეებმა მიმართეს და აცნობეს, რომ მამაკაცი ზღვაში, სანაპიროდან ძალიან შორს შევიდა და სპეციალურ ამკრძალავ ტივტივებს გაცდა
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში სანაპიროზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებს პლაჟზე მყოფმა მოქალაქეებმა მიმართეს და აცნობეს, რომ მამაკაცი ზღვაში, სანაპიროდან ძალიან შორს შევიდა და სპეციალურ ამკრძალავ ტივტივებს გაცდა.

„აჩნულსა - გიფს" : ქობულეთში მამაკაცს კონდიციონერი თავზე დაეცა

„გვეგონა, რომ იხრჩობოდა, ან რამე პრობლემა ჰქონდა და სანაპიროზე უკან ვერ ბრუნდებოდა. მაშველებს დავუძახეთ. ძალიან შორს გავიდა. „წითელ ბურთებს“ გასცდა, ვიცით, რომ აღნიშნული ზონის მიღმა გასვლა არ შეიძლება“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

სულ მალე სანაპიროზე მედიკოსებიც მივიდნენ. მაშველების მოთხოვნის მიუხედავად მამაკაცი აკრძალული ზონიდან დიდხანს არ გამოდიოდა.

რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა ის სკუტერით სანაპიროსთან გამოიყვანეს.

მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.