„თქვენით მთელი საქართველო ამაყობს“ - ქართველ მშვიდობისმყოფელებს დღესასწაული მოულოცეს

თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი იმის შესახებ, როგორ მსახურობენ ქართველი მშვიდობისმყოფელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. უცხოეთში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მშვიდობისმყოფელის დღესთან დაკავშირებით მიიღებს ვიდემიმართვები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასგან და თავდაცვის ძალების მეთაურისგან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ >>

ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე იზორიამ 2016 წელს დაარსა. დღესასწაულის თარიღად 31 აგვისტო იმიტომ შეირჩა, რომ 1999 წლის ამ დღეს ქართველი სამხედროები პირველად სამშვიდობო მისიით კოსოვოში გაემგზავრნენ.

ტერორისტული საფრთხე: რამდენი მომხრე ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში

დღეისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას სამშვიდობო მისიებში ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში.

„თქვენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იცავთ მშვიდობას და ამით აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში მასწავლებლებს ხელფასებს გაუზრდიან - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა >>

ქართველ სამშვიდობოებს თბილი სიტყვებით თავდაცვის მინისტრმაც მიმართა.

„მინდა თითოეულ თქვენთაგანს, როგორც ჩენი ერის საამაყო შვილებს, დიდი მადლობა გითხრათ“, - ხაზგასმით აღნიშნა იზორიამ ვიდეომიმართვაში.

თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მშვიდობისმყოფელის დღისთვის დაკავშირებით გამოაქვეყნა ვიდეორგოლი იმის შესახებ, როგორ მსახურობენ ქართველი სამხედროები შორეულ ქვეყნებში.