ყვითელი ამბები

„ჩემი ორი ერთნაირი“- ლელა წურწუმიას ქალიშვილი მამის ასლია

ქართველ პოპ-დივას და მის პროდიუსერს ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ნახეთ  ვის უფრო ჰგავს მშვენიერი მარიკო
Sputnik

ლელას და მამულიჩას საერთო ქალიშვილი- მარიამ მამულაშვილი, 2002 წლის 17 თებერვალს შეეძინათ. „პატარა მამულიჩა“, ხშირად ასე უწოდებენ მარიკოს. გოგონა ცნობილი დედ-მამის გასტროლებზე ხშირად ჩნდება. მათი საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

17 წლის მარიკო მამულიჩას დედასთან,  ნანა ტრა­პა­ი­ძესთან იზრდებოდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა და მიუხედავად მშობლების მონატრებისა, მათი ურთიერთობა რთული გამოწვევების წინაშე არასდროს იდგა. თინეიჯერო მარიკოს თქმით, ყველაზე მეტად ბებია უყვარს.

ლელას და მამულიჩას ქალიშვილი სკოლის მოსწავლეა. თინეიჯერი ხელოვნებით, მუსიკით, ხატვით და ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. ამას მისი სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერვიუც ამტკიცებს. როგორც ჩანს, გოგონა შემოქმედებითობით მშობლებს ჰგავს. ბავშვობიდან მღერის და ხატავს.

თავმდაბალი მარიკოს პოპულარული მშობლების შესახებ მის კლასსა და სკოლაში დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ. საკლასო კრებებზე მარიკოს ბებია ესწრებოდა. ერთხელ, ერთ-ერთ კრებაზე ლელას გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია, სანამ გაარკვიე თუ ვისი დედაა. როგორც მამულიჩა ამბობს, მარიკო ცნობილი მშობლების სახელს არასდროს იყენებს.