ყვითელი ამბები

ნახეთ სად ისვენებს ჩცდ-ს ბარბარიკა - ულამაზესი მსახიობის ფოტოები

Sputnik

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი, შეიძლება ითქვას, რომ კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა.

ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის, ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო. ასე გამოჩნდა ეკრანზე „ახალი“ ბარბარიკა მანტკავა.

მსახიობი, როგორც მისი პირადი „ფეისბუქიდან“ ირკვევა, ბათუმში ისვენებს.

მართალია, თაკო კორინთელი მსახიობი არ არის, მაგრამ კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მას ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს.

ირკვევა, რომ მსახიობობა ბავშვობიდან სურდა, მაგრამ სერიოზულად ამ პროფესიაზე არასდროს უფიქრია. საქმიანობის სფეროდ ჟურნალისტიკა აირჩია.

სერიალში დაქალის მეშვეობით მოხვდა, რომელმაც თურმე მისგან ფარულად,  „ფორმულა კრეატივში“ ქასტინგზე მისი ფოტოები გააგზავნა. პირად ცხოვრებაზე ბარბარიკას როლის შემსრულებელი არასდროს საუბრობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ჰყავს მეუღლე, თუმცა სოციალურ ქსელში თაკოს გვერდზე მეუღლის ფოტოებს ვერ ნახავთ. როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდება.

 

 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მთელ თავისუფალ დროს თაკო ლაბრადორ „ენდისთან“ ერთად ატარებს.

„ყველას ჰგონია, რომ სერიალში ჩემი ქმრის სახელი დავარქვი, მაგრამ სინამდვილეში ჩემი ენდი უფრო ადრე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე „ენდი“ „ბარბარიკას“ ცხოვრებაში. ძალიან საყვარელია ჩემი ენდი, 2 კვირის იყო, რომ მომიყვანეს და მის მერე ერთად ვართ. თავისუფალი დღე თუ მაქვს, ვცდილობ, მთლიანად მას დავუთმო“, - ამბობს თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.