ავარია თელეთთან: ორი დაღუპული და 15 დაშავებული

ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა ბათუმში: ქმარმა ცოლი დაჭრა

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.