თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების განცხადებით, დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.