ყვითელი ამბები

„ცხვირი ძალიან დაიპატარავე...“ – თამო ვაშალომიძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა?

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა, ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ მკვეთრად დაპატარავებულმა ცხვირმა მიიქცია.
Sputnik

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოტური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

თამო ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და ამიტომ სასურველი სტუმარია. რამდენიმე თვის წინ მან ორი ხმაურიანი ფოტოსესია წამოიწყო. პირველი – ცნობილი ხინკლებიანი ფოტოგადაღება, ხოლო მეორე „რობერტო მავანთან“ სტუმრობა აღმოჩნდა. თამო ვაშალომიძე ფოტოშოპის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

„რობერტო მავანის“ გადაცემაში სტუმრობისას თამომ შიშველი ფოტოსესია თოვლიან მთაში გადაწყვიტა. მის მიერ გაზიარებულ ფოტოებსა და გადაცემის ვიდეოზე თამოს უკანალი რადიკალურად განსხვავდებოდა.

ორი დღის წინ თამომ უახლესი ფოტოსესია Instagram-ზე გამოაქვეყნა. მის მიერ გაზიარებულ ფოტოს, ბუნებრივია, მორიგი აჟიოტაჟი მოჰყვა. თაყვანისმცემლებმა თამოს მიერ გამოქვეყნებული ფოტო ცხვირის დაპატარავების გამო დაიწუნეს. აშკარაა, რომ ფოტომოდელს ფოტოშოპის გამოყენება ძალიან უყვარს და ცხვირი ზედმეტად დაიპატარავა.